სმარტფონების მწარმოებელმა Huawei-მ პარიზში გამართულ ღონისძიებაზე ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ BBC წერს.
P30 და P30 Pro - გაყიდვაში აპრილიდან ჩაეშვება და მისი ღირებულება 2,500 ლარიდან დაიწყება. Android-ზე მომუშავე გაჯეტს (P30 Pro) ოთხი უკანა კამერა აქვს, მათ შორის ერთი ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი.
ტექნიკური მახასიათებლები:
- 6.4 ინჩიანი P30 Pro-ს დასაკეცი ეკრანი და 32-მეგაპიქსელიანი „სელფის“ კამერა აქვს
- სმარტფონს ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი აქვს
- 128 GB-იანი P30-ის ყიდვა დაახლოებით 2,500 ლარად, ხოლო 512 GB-იანი მოცულობის გაჯეტის ღირებულება 4 ათას ლარად იქნება შესაძლებელი.
- ორივე სმარტფონი HiSilicon Kirin 980 პროცესორით არის აღჭურვილი
- სმარტფონებს 5G მხარდაჭერა აქვს.
5G ქსელის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
.
No comments:
Post a Comment