Wednesday, March 27, 2019

თბილისის მერია A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს ტაქსის ტრაფარეტს უფასოდ გადასცემს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა და მედიასთან ის ტრაფარეტი წარადგინა, რომელსაც A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს უფასოდ გადასცემენ.
„A კატეგორიის მძღოლებს ექნებათ ლიცენზია. აპლიკაცია და ტექდათვალიერება. სპეციალური ადგილებია გამოყოფილი. მათ შეუძლიათ განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები გამოიყენონ. ასევე, გვაქვს სპეციალური მანათობელი ტრაფარეტი, რომელიც გადაეცემა A  კატეგორიის ლიცენზიის ტაქსის მფლობელებს“,  - განაცხადა კახა კალაძემ.   
ტრაფარეტი წითლად განათდება, როცა ტაქსში მგზავრი იჯდება. A კატეგორიის ლიცენზიის ტაქსებისთვის ტრაფარეტების გადაცემის მიზნით გამართულ ტენდერში კომპანია „აითიჯი ჯორჯიამ“ გაიმარჯვა.
რა განსხვავება იქნება თბილისში მოძრავ A და B კატეგორიის ტაქსებს შორის, ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment