ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილი იწინასწარმეტყველოს, მეცნიერები ამ დასკვნამდე ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მივიდნენ, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამის შესახებ Eurekalert-ი წერს.
ხელოვნური ინტელექტის გამოცდა უკვე ჩაატარეს მეცნიერებმა და ექიმებმა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ადამიანების მონაცემები გამოიყენეს. ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს მონაცემები შეაფასა. შემდეგ კი ასეთი ამოცანის წინაშე დააყენეს - ხელოვნურ ინტელექტს უნდა გამოეცნო თითოეული ინდივიდის ნაადრევი სიკვდილის რისკები.
ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია მედიცინის განვითარებაში. მათივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში აღნიშნული მეთოდის დასანერგად ადამიანთა სხვა ჯგუფებში შემდგომი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ჯერჯერობით, სპეციალისტებმა ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. კვლევა 40-დან 69 წლის ასაკის ადამიანების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment