Friday, March 29, 2019

საეჭვო სუნის გამო Boeing 737 ვაშინგტონის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ვაშინგტონიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა, ვაშინგტონის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. მიზეზი ბორტზე საეჭვო სუნი გახდა. ამის შესახებ Fox News-ი წერს
გამოცემის ინფორმაციით, მომხდარის გამო შვიდი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება ადგილზე 12 მგზავრს გაუწიეს. მგზავრების ნაწილი მიკრობლოგ Twitter-ზე აცხადებდა, რომ თავი სტკიოდათ და სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ. 
ლაპარაკია Boeing 737 ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ დახურა. მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment