Thursday, March 28, 2019

დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით

თქვენ დაგჭირდებათ:
150 გრ შვრიის ფანტელები

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

40 გრ თაფლი
100 გრ ხაჭო
3 კვერცხი
50 მლ კეფირი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
ნახევარი ჩ/კ დარიჩინი
2 ვაშლი
მცენარეული ზეთი
🙏 საქართველოს საპატრიარქო.

მომზადება:
1. შვრიის ფანტელები დაფქვით ისე, რომ შვრიის ფქვილი მიიღოთ.
2. შვრიის ფქვილს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
3. თასში ხაჭო მოათავსეთ, ჩანგლით ჩაჭყლიტეთ და თაფლი კეფირთან ერთად დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
4. მიღებულ ნარევში კვერცხი ათქვიფეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ.
5. შემდეგ მასას შვრიის ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ.
6. ვაშლი გაასუფთავეთ, თესლები მოაშორეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.
8. საცხობი ფორმა (15*20) აიღეთ, მცენარეული ზეთი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მომზადებული ვაშლი ფორმის ძირში დააწყვეთ, ზემოდან კი ცომი დაასხით. ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს.
9. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთით აცხვეთ.
10. მზა ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრაზე გაიტანეთ!
გემრიელად მიირთვით!
intermedia.ge

No comments:

Post a Comment