Friday, March 29, 2019

თბილისის გრანპრის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან ფრანგი ვალიდ ხიარი დაამარცხა.
ასევე ორი ქართველი, გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლისთვის, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი მესამე ადგილისთვის მოგვიანებით იჭიდავებენ. თუთაშვილი ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერს შეხვდება, ნინიაშვილი კი აზერბაიჯანელ ისმაელ იბრაჰიმოვს.
ასპარეზობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეშია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment