Sunday, March 31, 2019

6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­დე­ბა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" იმ რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლე­ბიც ორ დღე­ში ამოქ­მედ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პლას­ტი­კის პარ­კე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა
2019 წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა. შე­გახ­სნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 2018 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე აიკ­რძა­ლა.
ამა­ვე რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით, 1-ლი აპ­რი­ლი­დან სრუ­ლად აიკ­რძა­ლე­ბა ოქ­სო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პლას­ტი­კის პარ­კე­ბის წარ­მო­ე­ბა, იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზა­ცია.
კო­დექ­სის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას, გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა კი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტის 1 000 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ის კონ­ფის­კა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს.
მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა
1-ლი აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც სეს­ხის აღე­ბის დროს ბან­კში ჩა­სა­დე­ბად საკ­მა­რი­სი ქო­ნე­ბა არ აქვს, სა­ხელ­მწი­ფო და­უდ­გე­ბა გა­რან­ტო­რად, რომ კომ­პა­ნი­ამ სეს­ხი აი­ღოს და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
სეს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს 50 000 ლა­რი­დან 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე. გა­რან­ტი­ის და­ფარ­ვის დონე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სეს­ხზე 70% იქ­ნე­ბა, სქე­მის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის მთლი­ა­ნი პორ­ტფე­ლის 15%-ის ფარ­გლებ­ში. აკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა ის მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ბრუნ­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 20 000 000 (ოც მი­ლი­ონ) ლარს, ხოლო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 8 000 000 (რვა მი­ლი­ონ) ლარს. სა­გა­რან­ტიო თან­ხე­ბის გან­თავ­სე­ბა მოხ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში გახ­სნილ სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე.
მძღო­ლებს ნარ­კო­ტესტზე ად­გილ­ზე­ვე შე­ა­მოწ­მე­ბენ -ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვად და­ის­ჯე­ბა
1 აპ­რი­ლი­დან ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა კრი­მი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა და­ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ანდა 1 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით. ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში 1 აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment