2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გაამარტივა. ამის შესახებ imedinews-ს სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურებია:
მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს;
შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში;
საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს;

მოქალაქეობის აღდგენის განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
• ფოტოსურათი, ზომით - 3X4;
• იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი საქართველოს მოქალაქეობას კანონის შესაბამისად ფლობდა;
• სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოქალაქეობის შენარჩუნების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) ფოტოსურათი, ზომით - 3X4;
ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად მიმდინარე პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის საკითხის განხილვის ვადები და საფასური:
1. მე-80 კალენდარულ დღეს მიღებისთვის მომსახურების საფასური - 250 ლარი;
2. მე-60 კალენდარულ დღეს მიღებისთვის მომსახურების საფასური - 350 ლარი;
3. 30 კალენდარული დღის ვადაში მიღებისთვის მომსახურების საფასური - 500 ლარი.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment