Monday, March 25, 2019

ტაისონი მაკგრეგორს ნაკლებ ლაპარაკს და მეტ ჩხუბს ურჩევს

კრივში მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენ კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა.  ტაისონის თქმით, მაკგრეგორისთვის უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი ჩხუბი. მისი აზრით, მაკგრეგორს სპორტზე ფოკუსირება აკლია და ის მთლიანად გადართულია ბიზნესზე. „კომპანიის ფლობა სულ სხვა საქმიანობაა“, - განაცხადა ექსმოკრივემ. 
მაკგრეგორს UFC-ის აქციონერობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. 19 მარტს, ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მზადაა ჩემპიონატის ბრძოლებში ჩაერთოს, თუ საშუალება ექნება მართოს კომპანია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment