მეცნიერებმა აღმოაჩინეს სატურნის მსგავსი ახალი პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 60-ჯერ დიდია. მეცნიერებმა მას „ცხელი სატურნი“ უწოდეს, რადგან იგი სწორედ ამ პლანეტის მსგავსია, თუმცა უფრო თბილი, ვიდრე სატურნი. ინფორმაციას Insider-ი ავრცელებს.
მკვლევარებმა ახალი აღმოჩენა NASA-ს სატელიტის დახმარებით გააკეთეს.
„ახალი აღმოჩენა განსაკუთრებულია ამ სისტემისთვის. ჩვენ გვაქვს ახალი პლანეტა ვარსკვლავის ირგვლივ - ასე რომ, შეგვიძლია, ზუსტად განვსაზღვროთ როგორც ვარსკვლავის, ასევე პლანეტის საინტერესო პარამეტრები“, - აცხადებენ მკვლევარები
imedinews.ge
No comments:
Post a Comment