Sunday, June 25, 2017

ასანჟი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის განახლების ინიციატივით გამოდის

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი Twitter-ზე იმ მიზეზების შესახებ წერს, რომელთა გამოც აშშ-ის დემოკრატიული პარტია "განწირულია".
ასანჟის თქმით, დემოკრატებმა საკუთარი ენერგია და რესურსი ტყუილუბრალოდ მოახმარეს დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირების ძიებას, შედეგად კი "პოლიტიკურ ჩიხში შევიდნენ".
"დემოკრატიული პარტიის სენატორები, რომელთაც გამოძიების პროცესში საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა აქვთ, იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირი არ არსებობს", - წერს ასანჟი.
მისი თქმით, ამ კავშირის ძიებამ უკანა პლანზე დაწია ამერიკელთა  უმთავრესი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან, კრიმინალის მაღალ დონესა და  სოციალურ ფენებს შორის უთანასწორობასთან.
"იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ძალა-უფლებას არ დათმობს, რიგითმა დემოკრატებმა ახალი პარტიის შექმნაზე უნდა იფიქრონ", - წერს ჯულიან ასანჟი.
imidinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment