ჩინეთში, ჰუანდუნის პროვინციაში, სამი ნარკოდილერი სიკვდილით დასაჯეს. სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა ბრალდებულებს 3 წლის წინ შეუფარდა. ინფორმაციას Nnewshub ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2013-2014 წლებში, ჰუანდუნის პროვინციის პოლიციამ, გამოძიების შედეგად 10 კილოგრამი მეტამფიტამინი ერთ-ერთი ბრალდებულის მაქანიდან ამოიღო. გამოძიების პროცესში გამოიკვეთა კიდევ 1 პირი, რომლის სახლის ჩხრეკის დროსაც 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
მესამე ბრალდებული 2014 წელს პოლიციელის მოსყიდვის მცდელობისთვის დააკავეს, მისი მანქანის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა 7.5 კგ მეტამფიტამინი იპოვეს.
სასიკვდილო განაჩენი ჩინეთის ეროვნულმა სასამართლომ გამოუტანა მათ, რომელიც 22 ივნისს აღასრულეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment