Thursday, November 16, 2017

შუმახერის სპორტული მანქანა 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფორმულა 1-ის მრავალგზის ჩემპიონის მიხაეილ შუმახერის ბოლიდი ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს რეკორდია ამ კლასის ავტომობილის გაყიდვის კუთხით. 
Ferrari-ის ბოლიდით შუმახერმა მონაკოს გრან-პრი მოიგო. Sotheby's-ის აუქციონი აღნიშნავს, რომ პირველად გაიტანეს გასაყიდად მანქანა როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუში. 
შუმახერი "ფორმულა-1"-ში 1991 წლიდან 2006-მდე და 2010-დან, 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ დროის მანძილზე, ის შვიდგზის ჩემპიონი გახდა, ჰემილტონმა კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.
48 წლის სპორტსმენი 2013 წელს უბედური შემთხვევის შედეგად კომაშია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment