👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ჰოლივუდის რეჟისორებმა აღიარეს, რომ ზოგჯერ ფილმების გადაღებისას, მსახიობები ინტიმურ სცენებში კი არ იმიტირებენ, არამედ ნამდვილი სექსი აქვთ. დასახელდა ის 7 ფილმი, რომლებშიც მსახიობები გადაღებებისას სექსით რეალურად დაკავდნენ. ამის შესახებ starpulse წერს.
ამ სიაში მოხვდა ლარს ფონ ტრიერის ფილმი"ნიმფომანი", რომელიც 2014 წელსაა გადაღებული. ფილმის მთავარი გმირი ქალია, სახელად ჯო, ის საკუთარ თავს თავად დაუსვამს ნიმფომანიის დიაგნოზს. მასში მოთხრობილია მისი ეროტიკული განცდების შესახებ დაბადებიდან 50 წლის ასაკამდე. ისტორიებს თავად მთავარი გმირი ჰყვება.
ამავე სიაში მოხვდა პოლ მორისონის ნამუშევარი "ფერფლის ნარჩენები," რომელიც 2009 წელს გადაიღეს. ის ახალგაზრდა სალვადორ დალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. როგორც რობერტ პეტინსონმა აღიარა, გადაღებებისას, ორგაზმის გამოსახატად, რეალურად მასტურბირებდა.ღმოჩნდა, რომ მსახიობებს ნამდვილი სექსი ჰქონდათ "კალიგულას" გადაღებების დროსაც. ირკვევა, რომ ფილმის პროდიუსერმა და ამავე დროს პორნოჟურნალ "პენტჰაუსის" გამომცემელმა ბობ გუჩიონემ რეალური სცენების ჩასმა გადაღების დასრულების შემდეგ მოითხოვა.ამავე სიაშია ფილმი "ყავისფერი კურდღელი." სცენარის მიხედვით, პროფესიონალ მოტომრბოლელს ბად კეის 5 დღე აქვს მორიგი შეჯიბრის დაწყებამდე. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ბადი დიდ გზას გაივლის და ეროტიკული ისტორიებიც გადახდება. როგორც ამბობენ, ფილმის მთავარ გმირსა და მის შეყვარებულ გოგოს შორის ორალური სექსის სცენა რეალური იყო.რეალურია სექსი ფილმშიც "ანტიქრისტე." ლარს ფონ ტრიერის ნამუშევარში ცოლ-ქმარი სექსითაა დაკავებული, რა დროსაც მათი 2 წლის შვილი ფანჯრიდან გადავარდება. წყვილი, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის, საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადის, რასაც სიგიჟე და ძალადობა მოჰყვება.ამავე სიაში მოხვდა კლემენტ ვირგოს "დაწექი ჩემთან." მთავარი გმირი ლეილა ახალგაზრდა სექსუალური ქალია, რომელსაც კაცები გულგრილად ვერ უყურებენ. ის კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ წუთიერი სიამოვნების მიღებისთვის ხვდება. ერთხელაც ლეილას ბედისწერა დევიდს ახვედრებს.მეშვიდე ფილმი, რომელშიც რეალური სექსის სცენებია გადაღებული, "შორტბასის კლუბია."რეჟისორმა ჯონ კემერონ მიტჩელმა პრემიერაზე აღიარა, რომ მის ფილმში ყველა ორგაზმი რეალურია. ფილმი მოგვითხრობს ნიუ-იორკში რამდენიმე ახალგაზრდის ცხოვრებაში. თითოეულ მათგანს პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. ფილმში ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური და სოდომაზოხისტური ხასიათის სცენებია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment