ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 34 წლის გახდა. ამის შესახებ telegraph -ი წერს, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ლიდერის დაბადების დღეს არ აღნიშნავენ.
2011 წლიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიქტატორის დაბადების დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობის დროს 2017 წელს მიღწეული მიღწეული წარმატები, რომელიც უკავშირდება 16 სარაკეტო ცდასა და მე-6 ბირთვულ გამოცდას, 2018 წლის ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანილი არ არის. რაც თვითრეკლამის შესაძლებლობას აძლევდა.
ამავდროულად, კიმ ჩენი ინის წინამორბედების, მისი მამისა და პაპის დაბადების დღეები ძირითად სახელმწიფო დღესასწაულებად რჩება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს ფხენიანში ვიზიტისას კალათბურთელმა დენის როდმანმა 8 იანვარს კიმ ჩენ ინს Happy Birthday უმღერა.
კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ლიდერის პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით 2011 წელს მიიღო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment