Sunday, January 7, 2018

რუსთავში კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა, ბავშვი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით, კლინიკა "რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც imedinews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment