პოლიციის განცხადებით, დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, ფულის გამოძალვა და ნარკოტრაფიკი ედებათ.
დაკავებულებს შორის არის ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი სანტო საბელა. გამოძიების მტკიცებით, სანტო საბელამ თანამდებობა "კოზა ნოსტრასთან“ კავშირების წყალობით მიიღო და მაფიასთან ათანხმებდა თავის მხარდამჭერ კანდიდატურებს 2014 წლის კომუნის არჩევნებზე, სანაცვლოდ კი მათ სახელმწიფო ტენდერებს სთავაზობდა.
ოპერაციაში ჩართული იყო 400-მდე სამართალდამცველი. მათ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment