ტონგელი სპორტსმენი პიტა ტაუფატოფუა, რომელი რიოს ზაფხულის ოლიმპიადაში ტაეკვანდოს სახეობაში გამოდიოდა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად, ის მოთხილამურის რანგში წარსდგება.
2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ტაუფატოფუა თავისი ქვეყნის მედროშე იყო. რაც შეეხება ასპარეზობას, ის პირველივე ტურში დამარცხდა. ამის შემდეგ ათლეტმა სპორტის სახეობის შეცვლა გადაწყვიტა და თხილამურებზე ვარჯიში დაიწყო. 21 იანვარს მან ზამთრის ოლიმპიადისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment