ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 11 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში გაიმართება, 15.00 საათზე კი მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილები გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა.
ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment