👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Samsung-მა გიგანტური, 396-სანტიმეტრიანი ტელევიზორის გამოშვება დააანონსა. როგორც კომპანი აცხადებს, ტელევიზორს The Wall (კედელი) ერქმევა და მას ლას-ვეგასში ტექნიკური ინოვაციების გამოფენაზე წარადგენს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელევიზორის ეკრანი MicroLED - თხევადკრისტალური ტექნოლოგიით არის შექმნილი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული ტელევიზორების ფასი საკმაოდ მაღალი იქნება.
ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნათელი გამოსახულების მისაღებად ეკრანი LED-განათებას გამოიყენებს და სურათის ფორმირების პროცესში ე.წ. უკანა (backlight) განათება საჭირო არ იქნება. ასეთ ტელევიზორის ჩვენების ხარისხი გაცილებით მაღალი და მკვეთრი იქნება.
ლას-ვეგასში ტექნიკური ინოვაციების (CES) მორიგი გამოფენა იმართება, რომელშიც 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment