Monday, January 8, 2018

ოთარ აბესაძის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ პროცესზე  დეტალურად ისაუბრეს. მოწმეთა  ჩვენებები საქმესთან შემხებლობაში არ არის დაცვის მხარისთვის. აბესაძის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ  მოწმეები ოთარ აბესაძეს არც იცნობენ.
დღესვე მოსამართლემ ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო, პროცესი გადადებულიყო, არ დააკმაყოფილა. ამასთან, დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა სახელმწიფო ბრალდება. პროკურორები მიიჩნევენ, რომ  პროცესის გადადება მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან სასამართლო განხილვები  ჭიანურდება.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მომდევნო სასამართლო პროცესი 15 იანვარს, 13:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა.
imedinews.ge

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre


No comments:

Post a Comment