ევროკავშირის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილის პასუხად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას არ დატოვებს, არამედ მონაწილეობას მიიღებს საარბიტრაჟო სასამართლოში. ინფორმაციას Интерфакс-ი რუსეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ გამოიყენა მის ხელთ არსებული კანონიერი უფლება, რომლის საფუძველზეც შეზღუდა ევროკავშირიდან ღორის ხორცის იმპორტი. ამასთან, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იმპორტის შეწყვეტის საბაბი ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელების ნიშნები იყო.
7 ნოემბერს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ევროკავშირის სარჩელით მიმართა, რომლის მიხედვითაც ევროპული ქვეყნების გაერთიანება რუსეთისგან ყოველწლიურად 1.4 მილიარდ ევროს ითხოვს. ამის მიზეზი კი რუსეთის მიერ 2014 წლის იანვარში ევროკავშირიდან ღორის ხორცის იმპორტის შეზღუდვაა.
imedinews.ge



No comments:
Post a Comment