Tuesday, April 10, 2018

ბრიტანეთში ოჯახმა ბაღში დამარხული 1950-იანების მანქანა იპოვა

ბრიტანეთში ოჯახმა საკუთარი სახლის უკან, ბაღში დამარხული 1950-იანებში დამარხული ავტომობილი იპოვა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
ტრეისი და კრის უორდებმა სახლი გასული წლის ნოემბერში შეიძინეს. 
ტრეისი და კრის უორდებმა სახლი გასული წლის ნოემბერში შეიძინეს. 
ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, ბაღი მოეწესრიგებინათ და სწორედ ამ დროს, ნიჩაბი მიწის ქვეშ დამარხულ ლითონის ფირფიტას მოხვდა. 
როგორც ოჯახი ამბობს, თავდაპირველად ის ტრაქტორი ეგონათ, თუმცა გაირკვა, რომ მათ ეზოში ვინტაჟური Daimler-ი იყო დამარხული. 
სპეციალისტებმა ავტომობილი უკვე შეისწავლეს. მათი თქმით, ავტომობილის აღმოჩენილი მოდელი 1939-1953 წლებში იწარმოებოდა.
შემორჩენილია ავტომობილის სერიული ნომერი - GUK 880. ირკვევა, რომ ის შავი ფერის იყო, სალონი კი მუქი წითელი ტყავით იყო დამუშავებული.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ დამარხეს ავტომობილი. 
ოჯახი უძრავი ქონების აგენტს დაუკავშირდა, რომ გაარკვიონ, ვინ და რატომ დამარხა ავტომობილი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment