საქართველოს პრემიერმინისტრიო გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანება იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითა,ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა.
"ევროკავშირის საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა,"- წერს კვირიკაშვილი.
დახმარებას საქართველო გარკვეული ფინანსური პირობებით მიიღებს. ეს მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვადები წინასწარ იქნება გაწერილი საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მემორანდუმში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა, არსებული დეფიციტისა და მაღალი საგარეო ვალის გამო, მოწყვლადია. ეს არის ევროკავშირის დახმარების მესამე პაკეტი, რომელსაც საქართველო 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ მიიღებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment