Sunday, April 1, 2018

თბილისის გრან-პრი: ონისე სანებლიძემ ბრინჯაო მოიპოვა


100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ონისე სანებლიძემ მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაზე მისი მეტოქე იასონ ნემსაძე არ გამოცადა და სანებლიძეს გამარჯვება ავტომატურად ჩაეთვალა. ამ წონაში ეს პირველი და ერთადერთი მედალია, რომელიც ქართველმა სპორტსმებმა აიღეს. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
მეორე ბრინჯაოს ფინალში პორტუგალიელმა ჟორჟი ფონსეკამ ირლანდიელი ბენჯამინ ფლეჩერი დაამარცხა, ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ მატჩში კი ერთმანეთს რუსი მერაბ მარგიევი და ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალჩიკი შეხვდნენ.
საბოლოოდ გამარჯვება პალჩიკს დარჩა, მარგიევი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment