Tuesday, April 17, 2018

სოფელ წოდორეთში გასტრონომიული მუზეუმი იხსნება

კახეთში, სოფელ წოდორეთში გასტრონომიული მუზეუმი მაისში გაიხსნება. პროექტს, ხელოვნების სასახლესსთან თანამშრომლობით, თავად იდეის ავტორი ესმა კუნჭულია აკეთებს. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.
ხელოვნების სასახლის წარმომადგენლის ლელო ჭიჭინაძის თქმით, მუზეუმში რამდენიმე ექსპონატის ასლი იქნება წარმოდგენილი.
"ესენია სოლომონ მეფის სუფრა, იაკობ გოგებაშვილის ფაიფურის ჭურჭელი, ხელნაწერებში მოძიებული სხვადასხვა ძველი რეცეპტი. მუზეუმში გათვალისწინებულია სამი სეგმენტი: ერთი არის ძველი ქართული სახლის ანალოგი, სადაც მე-19 საუკუნის საწნახელი, ამავე პერიოდის ძველი კარდალა და ის საყოფაცხოვრებო ნივთებია, რა პერიოდშიც ამ ნივთებს იყენებდნენ", - ამბობს ლელო ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის თქმით, ასევე გაკეთდება სუნელების და ჩაის ოთახი, სადაც ქართული ჯიშის სხვადასხვა ჩაის ნაირსახეობა იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი ადგილზევე შეძლებს მათ დაგემოვნებას. 
"ხოლო მესამე სეგმენტი ეს გახლავთ მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნის ნაწილი და იმ ადამიანების ნივთები, რომლებსაც ზოგადად გასტრონომიულ კულტურასთან ჰქონდათ შეხება. შესაძლებელია, მათი ფოტოსურათებიც იყოს, მაგალითად, ეს არის დავით სარაჯიშვილი, მიტროფანე ლაღიძე, სტეფანე ზუბალაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, გარდა ამისა, ფრანგი ეთნოგრაფი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა და ის სერგეი შერემეტიევის მიერ კარდენახში იყო მიწვეული, სადაც ქართულ რთველს დაესწრო და აღფრთოვანდა და ეს დაწვრილებით აქვს ჩაწერილი, ამის ფოტოები არსებობს, ესეც იქნება გამოფენილი,“ - ამბობს ლელო ჭინჭარაძე.
მუზეუმში დაცული იქნება ასევე დაძველებული რეცეპტები. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment