Friday, April 6, 2018

ვინ არის მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე ანძიდან გადმოხტა


მამაკაცი, რომელიც სანაპიროზე თვბითმკვლელობით იმუქრებოდა, ტყიბულის სამაშველო სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. როგორც AMBEBI.GE-ისთვის გახდა ცნობილი, ის 2015 წელს, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ წარსულში ნასამართლევი იყო. თ.ს-ს მისი ყოფილი თანამშრომლები დადებითად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების შემდეგ, მას ნერვული შეტევები დაეწყო.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

თ.ს, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, პრევენციისა და შესაბამისი გამოკვლევის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა. მამაკაცი ელექტროგადამცემ ბოძზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ასული და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა.
მოგვიანებით კი ის სამართალდამცავებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა და სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, მას მედიასთან საუბრის საშუალება არ მისცეს. გადმოხტომამდე კი მამაკაცი ყვიროდა, რომ ის "დაამტკიცებდა სიმართლეს და რომ ის ადამიანია". მისივე განცხადებით ის უსამართლობას ებრძვის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრო გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment