კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ მისი მთავარობა მხარს უჭერს სირიის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
“კანადა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ასადის რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას. მასზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცემა“, - აცხადებს ტრიუდო.
კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში დღეს გამთენიისას მიიტანეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.
გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. განცხადება აღმოსავლეთ ღუტაში, 7 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მოჰყვა.
თავისმხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment