ბათუმის „დინამოს“ სტადიონი, რომელიც ანგისის დასახლებაში მდებარეობს აკურთხეს.
„ბუნებრივსაფარიან მოედანზე გუნდმა გუშინ პირველად ივარჯიშა. მამა სერგი იყო მოსული, რომელიც ხშირად დადის ჩვენთან და აკურთხა მოედანი, "- განაცხადეს ბათუმის დინამოს პრესსამსახურში.
ოთო ფედიჩნიკმა, რომელმაც კურთხევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში დადო, მომხდარზე კომენტარი არ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ფედიჩკინი დინამოს ყოფილი პრეზიდენტია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment