მუამარ კადაფის ყოფილმა თარჯიმანმა მიფტახ მისურიმ ტელეკომპანია RT-ს მოუყვა დეტალები ლიბიელი ლიდერის მხრიდან საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე.
მისურის განცხადებით, სარკოზიმ მუამარ კადაფის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ლიბიაში ვიზიტის დროს განუცხადა. მისივე თქმით, ლიბიელმა ლიდერმა სარკოზის აღუთქვა „ყველანაირი მხარდაჭერა და დახმარება“. მან ხაზი გაუსვა, რომ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები შეხვდნენ ლიბიელ ჩინოვნიკებს.
მისურის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა შეადგინეს დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებული იყო თხოვნა ლიბიის ხელისუფლებისადმი, გამოეყო დახმარება 50 მილიონი ევროს ოდენობით სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ხელშესაწყობად. თუმცა კადაფის ყოფილმა თარჯიმანმა ხაზი
გაუსვა, რომ ლიბიის ლიდერმა აღნიშნული თანხა 20 მილიონ ევრომდე შეამცირა.
მისივე განცხადებით, კადაფის არაერთხელ უთქვამს ტელევიზიით გამოსვლისას, რომ ნიკოლა სარკოზის წინასაარჩენო კამპანიას მხარს უჭერდა.
„კადაფი ამაზე მე პირადადაც მეუბნებოდა. ერთხელ მითხრა: 20 მილიონი ევრო შევწირეო", - დასძინა მისურიმ.
შეგახსენებთ, 20 მარტს ნიკოლა სარკოზი კადაფის მხრიდან მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების გამო დააკავეს. დანაშაული მას პასიურ კორუფციაში ბრალდებით შეუცვალეს. თავად სარკოზიმ აღნიშნული ბრალდებები უარყო და მას უარგუმენტო უწოდა.
bpn.ge
No comments:
Post a Comment