Saturday, April 14, 2018

ქუთაისში „დედაენის კედელი“ გაიხსნა

ქუთაისში, „დედაენის კედელი“ საზეიმოდ გაიხსნა. კედლის მოხატვის მიზნით, ქალაქის მერიამ კონკურსი „მოხატე ქალაქი დედაენით" გამოაცხადა. 
გამარჯვებულებმა, მარიამ ქებურიამ და თამარ წახნაკიამ აგურის კედელი მოხატეს. 
ქუთაისში კინოთეატრ „მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი  2016 წელს მოიხატა. ერთ კედელზე წარწერა "მე შენ მიყვარხარ", მეორეზე კი გოგონას მულტიმედიური პორტრეტი განთავსდა, რომლის ავტორი  ფრანგი მხატვარი გახლავთ.
საქართველოში დედაენის დღე 14 აპრილს 1990 წლიდან უკვე ოცდამეცხრედ აღინიშნება. უკვე 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსული გეგმა ჩავარდა და კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერი ვერ შეცვალეს.
ამას 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტები მანიფესტაციებით დაუპირისპირდნენ. მოსკოვი საქართველოში ქართული ენი, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას აპირებდა. ამ მანიფესტაციების შედეგად საქართველოს ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსით შეუნარჩუნდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment