Monday, April 16, 2018

მთავრობის ადმინისტრაციაში სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრაა

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნით შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. 
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment