Sunday, April 15, 2018

მოქალაქის თქმით, სარფის საბაჟოზე გადაადგილება შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე მოქალაქეების გადაადგილება შეფერხებულია. ერთ-ერთი მოქალაქის როზეტა მაისურაძის თქმით, საზღვარს თურქეთის მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით თავისუფლად კვეთენ, საქართველოს მოქალაქეები კი შეფერხებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოქალაქე ამბობს, რომ შეფერხების მიზეზი მათთვის უცნობია, ასეთი ვითარება კი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. 
imedinews-ი შემოსავლების სამსახურის დაუკავშირდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც განაცხადეს რომ საბაჟო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და არანაირი ხარვეზი არ ფიქსირდა არც საქართველოს და არც თურქეთის მხრიდან.
ამასთან, დღეს ვაჭრობის დღეა და საბაჟოზე ხალხმრავლობაა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment