ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, Apple-მა ტაბლეტის (პლანშეტის) ორი ახალი მოდელი iPad mini 2019 და iPad Air-ი გამოუშვა, - წერს TechCrunch-ი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ახალ iPad Mini-ს 25%-ით კაშკაშა 7.9-ინჩიანი ეკრანი აქვს. გაჯეტს პირველად კონცერნის ისტორიაში Apple-ის საწერი კალმის (Apple Pencil) მხარდაჭერა აქვს, რაც მომხმარებელს მისი მეშვეობით ეკრანზე დახატვის საშუალებას აძლევს.
iPad Mini-ს შეკვეთა უკვე შეუძლიათ აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიასა და დასავლეთ ევროპაში. უცნობია როდის შეძლებენ საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები Apple-ის ახალი პროდუქციის ყიდვას.
რაც შეეხება iPad Pro-ს ეკრანს ის 11-ინჩიანიანია და მასაც აქვს Apple Pencil-ის მხარდაჭერა.
iPad mini-ს $399-დან, ხოლო iPad Air-ის ღირებულება 499 დოლარიდან იწყება.
2017 წელს Apple-ს 9.7-ინჩიანი iPad-ის გაყიდვებმა მსხვილი ფინანსური მოგება მოუტანა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment