Friday, March 1, 2019

ბანგლადეში როჰინჯა მუსლიმებს აღარ შეიფარებს

ბანგლადეში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართავს და აცხადებს, რომ მიანმარიდან ბანგლადეშში მიგრაციის მსურველ მეტ როჰინჯა მუსლიმს აღარ მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბანგლადეშის უსაფრთხოების მდივანი მიანმარს როჰინჯების უკან დაბრუნების პროცესში „ცრუ დაპირებებში“ ადანაშაულებს.
ბანგლადეშში მიანმარიდან მიგრირებული 740 ათასზე მეტი როჰინჯა მუსლიმი ცხოვრობს. გაერო კრიზისს, როგორც ეთნიკურ წმენდას ისე მოიხსენიებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიანმარს როჰინჯების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მიანმარი ბრალდებებს უარყოფს.
მიანმარში ვითარება 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის საგუშაგოებზე. 
როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment