საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრ პეტერ ერიქსონსა და საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბოლო ათი წლის განმავლობაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ბახტაძის შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ამ მხრივ, ბახტაძემ გამოყო გასული წლის 21 ნოემბრის შეხვედრა, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა უმაღლესი დონის ფორმატი.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) საქმიანობაზე. პრემიერმინისტრმა პეტერ ერიქსონს საქართველოს ინსტიტუციური განვითარების კუთხით SIDA-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყნის ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. განიხილეს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.
საუბარი ასევე შეეხო განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმებს, ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებებს და ამ კუთხით შვედეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment