Sunday, March 17, 2019

ქუთაისელ ებრაელ ვაჭართა "საიდუმლო ენა" - საინტერესო ფაქტები ქართულ ენაში დამკვიდრებულ სლენგებზე

ქუ­თა­ი­სელ ჟურ­ნა­ლისტსა და მწე­რალს ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ანს ეკუთ­ვნის სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი "ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში", სა­დაც მათი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ უც­ნობ დე­ტა­ლებს წერს. ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ცხოვ­რობ­დნენ, მათი რი­ცხვი მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და. ისი­ნი და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ ვაჭ­რო­ბით და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნის ნაშ­რო­მი­დან მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენტს სთა­ვა­ზობს, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი ვაჭ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ენა­ზე, რომ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბიც ქარ­თულ ენა­ში დღემ­დე შე­მორ­ჩა...
.
მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, სა­გუ­ბერ­ნიო ქა­ლაქ­ში აღებ-მი­ცე­მო­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­იქ­მნა ქუ­თა­ი­სელ ებ­რა­ელ­თა „სა­ი­დუმ­ლო-სა­ვაჭ­რო ენა“. ამ თა­ვი­სე­ბუ­რი, პი­რო­ბი­თი ენის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, უმ­თავ­რე­სად, კლი­ენ­ტე­ბი­სა­გან ვაჭ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვა წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც მკვლე­ვა­რი ილია პა­პი­სი­მე­დო­ვი აღ­ნიშ­ნავ­და, თვით ებ­რა­ე­ლე­ბი ამ ჟარ­გო­ნულ მე­ტყვე­ლე­ბას „ყივ­რულს“ უწო­დებ­დნენ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ტყვას­თან "ყიბ­რი". მას დიდი გა­მო­ყე­ნე­ბა ჰქონ­და ვა­ჭარ­თა შო­რის და უმ­თავ­რე­სად, შე­ამ­ხა­ნა­გე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი ვაჭ­რე­ბი მი­მარ­თავ­დნენ სა­ჯა­რო ბაზ­რო­ბებ­ზე, ზო­გა­დად ებ­რა­ელ­თა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მე­ტყვე­ლე­ბა­ში კი შე­და­რე­ბით მცი­რე, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა. ზო­გი­ერთ სი­ტყვა­სა და გა­მოთ­ქმას ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც იყე­ნებ­და.
.

მა­ინც, რას წარ­მო­ად­გენ­და „სა­ი­დუმ­ლო-სა­ვაჭ­რო ენა?" ეს იყო ებ­რა­უ­ლი სი­ტყვე­ბის ძი­რებ­ზე ქარ­თუ­ლი პრე­ფიქს-სუ­ფიქ­სე­ბის დარ­თვით მი­ღე­ბუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი. ილია პა­პი­სი­მე­დოვს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს “ვი­სო­ხა­რე.“ ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ეს სი­ტყვა ნიშ­ნავს: “ვი­ვაჭ­რე.“ მკვლე­ვა­რის თქმით, ის წარ­მო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სი­ტყვი­სა­გან “სო­ხერ“ - ვა­ჭა­რი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პა­პი­სი­მე­დო­ვის აზ­რით, სი­ტყვის ძვე­ლებ­რა­ულ ძირს და­ერ­თვის „ვი“ და „ე“ ქარ­თუ­ლი აფიქ­სე­ბი.
ასე­თი­ვე ფორ­მი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი სი­ტყვა „გავხრი­დე“, რაც ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ნიშ­ნავს: “გავ­ყი­დე“. სი­ტყვა „მო­ვა­ტო­ვე“ ნიშ­ნავს: “მო­ვა­ტყუე.“ გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი სი­ტყვა ხმა­რე­ბუ­ლია გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც. მაგ. სი­ტყვა „და­უ­ა­დე“ ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ნიშ­ნავს: “მი­ე­ცი“. ის წარ­მო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სი­ტყვი­სა­გან “იად“, რაც ნიშ­ნავს ხელს.
მკვლე­ვარ ილია პა­პი­სი­მე­დოვს 107 ასე­თი სი­ტყვა და მისი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი მოჰ­ყავს თა­ვის ნაშ­რომ­ში.
მათ შო­რის: აამ­სევ­რე (აიღე, აიყ­ვა­ნე), გა­ამ­სევ­რე (გა­ა­ტა­ნე), გა­შე­ყერ­და (გა­და­ი­ფიქ­რა), და­ა­ფა­ნი­ე­რე (და­მა­ლე), და­ა­გა­ნა­ბა(მო­ი­პა­რა), დალეხ­და (წა­ვი­და), და­ვა­ქა­მე (მო­ვა­ტყუე), დავ­ლა­ი­ლავ­დეთ (დავ­ბი­ნავ­დეთ, ღამე გა­ვა­თი­ოთ), და­ჩიშ­მე (გა­სინ­ჯე, შე­ხე­დე), ეთო­მა­რე (ელა­პა­რა­კე), ლე­ვა­ნი (თუ­მა­ნი), მა­მო­ნი (სა­ქო­ნე­ლი, ქო­ნე­ბა), მო­უბ­რი­დე (მო­უ­ხიე, მო­უ­ჭე­რი), სა­თოხ­ლა­ვი (საჭ­მე­ლი), სე­ფე­რი (სა­ვაჭ­რო მოწ­მო­ბა, პი­რა­დო­ბა), ქე­ლე­ბი (ძაღ­ლი. გა­დატ. მნიშ­ვნე­ლო­ბით - პო­ლი­ცი­ე­ლი, სა­აქ­ცი­ზოს ჩი­ნოვ­ნი­კი), შე­კე­რი (ტყუ­ი­ლი), ქე­სე­ფი (ფული), ქო­ჩა­ქი (ცუდი, უვარ­გი­სი), მო­უ­გა­დო­ლე (მო­უ­გე), მო­სა­ტო­ვე­ბე­ლი (მი­ა­მი­ტი, იო­ლად მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი მუშ­ტა­რი) და სხვა.
მკვლე­ვა­რი მი­უ­თი­თებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და მთე­ლი რიგი მარ­ტი­ვი და რთუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა­ნი. ზო­გი­ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში წევ­რე­ბად ჩარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბიც. ამ ლექ­სი­კას ბოლო პე­რი­ო­დამ­დე იყე­ნებ­დნენ მო­ვაჭ­რე ებ­რა­ე­ლე­ბი. ასე რომ, ქუ­თა­ი­სის არა­ლე­გა­რულ ბაზ­რო­ბებ­ზე, შა­უ­მი­ან­სა და სხვა ქუ­ჩებ­ში, ბოლო პე­რი­ო­დამ­დე გა­ის­მო­და ეს ნარ­თა­უ­ლი ფრა­ზე­ბი:
- ყა­ტო­ნი არ და­უ­ქა­მო! (კა­პი­კი არ და­უკ­ლო!)
- შენს მა­მონს მე მივხრი­დი და რა­საც მო­უ­გა­დო­ლებ, სა­ვა­ხე­ზო იყოს! (შენს სა­ქო­ნელს მე მივ­ყი­დი და, რა­საც მო­ვუ­გებ, სა­ნა­ხევ­რო იყოს!)
- ჩემი მუშ­ტა­რი გა­მი­შე­ყე­რა და ვერც თი­თონ მიხ­რი­და (ჩემი მუშ­ტა­რი ჩა­მო­მა­ცა­ლა... გა­და­ი­ბი­რა და ვერც თვი­თონ მიჰ­ყი­და)
- დღეს ტო­ბათ ვი­სო­ხა­რე, მაგ­რამ სე­ფე­რი არ მი­ე­შამ­და და ქე­ლებ­მა შო­ხა­დი წა­მარ­თვა (დღეს კარ­გად ვი­ვაჭ­რე, მაგ­რამ პა­ტენ­ტი არ მქონ­და და ძაღ­ლმა (მი­ლი­ცი­ელ­მა) ქრთა­მი წა­მარ­თვა).
ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი სი­ტყვე­ბი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი სლენ­გი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 60-70-იანი წლე­ბის ქუ­თა­ი­სე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, მე­ტად­რე - ვა­ჟებ­ში. ისი­ნი ისე სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ­დნენ ოდეს­ღაც „სა­ი­დუმ­ლო - სა­ვაჭ­რო“ ენის ნი­მუ­შებს, რომ სო­ცი­უ­მის ყვე­ლა ფე­ნა­ში, ყვე­ლა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში თა­მა­მად გა­ის­მო­და. თა­ვი­ანთ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას, ასე ვთქვათ, „გა­მო­სუ­ლო­ბას“ ახალ­გაზ­რდო­ბის ეს ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით და ჟარ­გონ­ზე თა­ვი­სუფ­ლად მე­ტყვე­ლე­ბით უს­ვამ­და ხაზს.
ასე რომ - ნაშა, გი­მე­ლი, გა­ნა­ბი, მი­ამ­სევ­რე, დაბ­რი­დე, ჩა­თოხ­ლა, ეთო­მა­რე, და­ვი­ა­დე და მსგავ­სი სი­ტყვე­ბი ის სლენ­გი იყო, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ამ ნა­წი­ლის ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში თარ­გმნა არ სჭირ­დე­ბო­და.
ებ­რა­ელ­თა დიდი ალი­ის შემ­დეგ, ანუ ქა­ლაქ­ში ებ­რა­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბის მერე, თა­ო­ბებ­ში იკლო ამ ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბამ. ახლა იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა მა­ინც გვხვდე­ბა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ყივ­რულ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს თემა ენათ­მეც­ნი­ერ­თა შეს­წავ­ლის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს - სლენ­გში და­ცუ­ლი ფო­ნე­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ენობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო" - წერს ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნი ნაშ­რომ­ში "ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში".
მთა­ვარ ფო­ტო­ზე ქუ­თა­ი­სის ბა­ზა­რი; გა­და­ღე­ბუ­ლია 1910 წელს, მფლო­ბე­ლი - ლალი მი­ქა­ძე
ambebi.ge

No comments:

Post a Comment