Monday, March 18, 2019

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში 19-22 მარტს გა­მო­ი­და­რებს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ დღი­სით ზოგ რა­ი­ონ­ში იწ­ვი­მებს, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვ­ლი.
„ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს და 10-12 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. მთა­ში 1-6 გრა­დუ­სი, ხოლო მა­ღალ მთა­ში -3- +2 გრა­დუ­სი. 19 მარ­ტი­დან გა­მო­ი­და­რებს და 22 მარ­ტამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს 18-20 გრა­დუ­სამ­დე.
.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს, 18-19 მარტს იწ­ვი­მებს, მთა­ში და მა­ღალ მთა­ში მო­თოვს. 18 მარტს დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­სავ­ლე­თის ძლი­ე­რი ქარი. 19 მარტს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ი­და­რებს. ხვალ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა. 8-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში, მთა­ში 1-6 გრა­დუ­სი, ხოლო მა­ღალ მთა­ში -7 - -2 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­სა­ხურ­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment