Wednesday, March 20, 2019

"მეც თქვენ გვერდით უნდა ვიწვე," - მამისა და ძმის დაკრძალვაზე ახალ ზელანდიაში ბიჭი ეტლით მივიდა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ტე­რაქ­ტის დროს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლად სი­რი­ე­ლი მამა-შვი­ლი დაკ­რძა­ლეს. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 44 წლის ხა­ლედ მუს­ტა­ფა და 16 წლის ჰამ­ზა ახალ ზე­ლან­დი­ა­ში სი­რი­ი­დან გა­სულ წელს ჩა­ვიდ­ნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ის­ლა­მუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლილს იმა­ვე დღეს კრძა­ლა­ვენ, თუმ­ცა ცხედ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის გამო ტე­რაქ­ტის მსხვერ­პლთა დაკ­რძალ­ვა ამ დრომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.
რა­ის­თჩერ­ჩის ის­ლა­მურ ცენ­ტრთან მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე ასო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. მამა-შვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს დაკ­რძა­ლეს, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ­და.


ხა­ლედს ცოლი და კი­დევ ერთი შვი­ლი დარ­ჩა, ბიჭი ტე­რაქ­ტის დროს მხო­ლოდ და­იჭ­რა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ზაიდ მუს­ტა­ფა მა­მი­სა და ძმის დაკ­რძალ­ვას ეტ­ლით და­ეს­წრო.
„ახლა თქვენ წინ არ უნდა ვიდ­გე, მეც თქვენ გვერ­დით უნდა ვიწ­ვე...“ - ამ­ბობ­და ზა­ი­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბის საფ­ლავ­ზე.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 22 მარტს მთელს ქვე­ყა­ნა­ში წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა. პა­რას­კე­ვი მუ­სულ­მა­ნე­ბის­თვის ლოც­ვის დღეა, 22 მარტს კი ტე­რაქ­ტი­დან ზუს­ტად ერთი კვი­რა იქ­ნე­ბა გა­სუ­ლი.
დღეს ჯა­სინ­და არ­დერ­ნი სტუმ­რობ­და სკო­ლას, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე ტე­რაქტს ემსხვერ­პლა. პრე­მი­ერ­მა სთხო­ვა ბავ­შვებს, და­ეხ­მა­რონ მას რა­სიზ­მის დაძ­ლე­ვა­ში და მო­უ­წო­და, არა­სო­დეს ახ­სე­ნონ თავ­დამ­სხმე­ლის სა­ხე­ლი და არ გა­იხ­სე­ნონ, რაც მან ჩა­ი­დი­ნა.

ტე­რაქტს, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ელ­მა მა­მა­კაც­მა ბრენ­ტონ ტე­რან­ტმა მე­ჩეთ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, 50 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ტა­რან­ტი სა­კუ­თარ თავს სუპ­რე­მა­სისტს უწო­დებს. ჯერ­ჯე­რო­ბით მას ბრა­ლი მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, მას ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment