Sunday, March 3, 2019

პატრიარქმა დიდ მარხვასა და ბოლო ჟამზე იქადაგა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ დიდ მარხვასა და ბოლო ჟამზე ილაპარაკა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა დიდ მარხვაში ყოველ კვირას ეზიაროს, რათა გაძლიერდნენ.
"მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი, მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში ან ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მარცხენა მხარეს ეტყვის, მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით, ეს გვაფიქრებინებს იმის შესახებ, რა უნდა ვაკეთოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თავად ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, ჟამი ახლოს არს. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნივ დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს საქართველოში“, - განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და მღვდელი დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვა წელს 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment