წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. შემთხვევა 19 მარტს, გვიან ღამით მოხდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინიც დაშავდნენ.
.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებელი ჯაბა ხინიკაძე "ფეისბუქზე" ფოტოს ავრცელებს, კომენტარით:
"უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც მითიური გეგონებათ… ეს ტარიელია, წალკაში ცხოვრობს, მის სოფელში აგრესიული მგელი შევარდა და ქალებს თავს დაესხა. ეს ადამიანი შიშველი ხელებით შეებრძოლა მგელს და დაამარცხა".
ambebi.ge
No comments:
Post a Comment