Saturday, March 2, 2019

როგორ უნდა შეიცვალოს "ხრუშჩოვკების" ფასადი, რომლებიც ამახინჯებენ თბილისს - იდეა მერს

თბი­ლი­სის მე­რი­ის ვებ-გვერ­დზე ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­თა იდე­ე­ბის მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამ ეტაპ­ზე ვებგ­ვერ­დზე 388 მიმ­დი­ნა­რე, 277 დაბ­ლო­კი­ლი, 466 არ­შემ­დგა­რი იდეა ფიქ­სირ­დე­ბა. 17 იდეა გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია, ორი უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი, 1 კი უარ­ყო­ფი­ლია.
ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ მიმ­დი­ნა­რე გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ერთ-ერთს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის ფა­სა­დე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას ეხე­ბა.
"იდეა გუ­ლის­ხმობს არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის, ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის სა­ხეც­ვლი­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც ფა­სა­დით გა­მო­დი­ან ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და ამა­ხინ­ჯე­ბენ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს, ასე­ვე არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სტან­დარ­ტებს.
შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სრუ­ლი­ად მორ­გე­ბუ­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზე. პრო­ექ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია არა­მარ­ტო ფა­სა­დუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია, არა­მედ ფუნ­ქცი­უ­რი ცვლი­ლე­ბაც (თბო­მო­დერ­ნი­ზა­ცია, გამ­წვა­ნე­ბა და ა.შ), რო­მე­ლიც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის სტან­დარ­ტებს და ქა­ლა­ქის ერ­თი­ან იერ­სა­ხე­საც მო­ა­წეს­რი­გებს.
სარ­გე­ბე­ლი ქა­ლაქს:
იერ­სა­ხე - იმ ტი­პობ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც ფა­სა­დით გა­მო­დი­ან ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე და ამა­ხინ­ჯე­ბენ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხეს.
ეკო­ლო­გია - რად­გან ქა­ლა­ქის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ამი­ტომ ტი­პობ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია ხდე­ბა თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის პა­ნე­ლე­ბი­თა და გამ­წვა­ნე­ბით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი
ambebi.ge

No comments:

Post a Comment