Monday, April 2, 2018

ბაჰრეინში 1932 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

ბაჰრეინში 1932 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ის ქვეყანაში ბოლო 90 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის უმსხვილესია. ინფორმაციას ამის შესახებ cnbc-ი წერს.
ქვეყნის ოფიციალური სააგენტოს ინფორმაციით, დეტალური მონაცემები, თუ ზუსტად რა ზომისაა ახალი საბადო და რამდენი ბარელი ნავთობია მასში განთავსებული ოთხშაბათს გახდება ცნობილი. თუმცა, ბაჰრეინის მთავრობის განცხადებით, ახალი საბადო იმდენად დიდია, რომ დიდი ალაბთობით, ქვეყანაში არსებულ ყველა რეზერვს დაჩრდილავს.
ამჟამად ბაჰრეინი დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ნავთობის ექსპორტს ახორციელებს წლიურად.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment