შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს ეხმიანება და ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულება უწყებას უკვე დაწყებული აქვს.
მაგალითად, უკვე მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რისკის შეფასების სისტემის და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და იზოლატორებში ტექნოლოგიების განახლება. ეტაპობრივად შესრულდება სხვა რეკომენდაციებიც", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება იზოლატორებში დაზიანებით მოხვედრილ პირთა რაოდენობის ზრდას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ შემცირებულია დაკავების დროს ან დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევები.
"გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი სისტემა. 2016 წელს დაიხვეწა დაზიანებების დაფიქსირების ფორმები და გამოვლენის მეთოდები. ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა გაიარა ინტენსიური გადამზადება. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ხელი შეუწყო დაზიანებების ეფექტიან გამოვლენას.
რაც შეეხება დაზიანებებთან დაკავშირებით პოლიციის მიმართ პრეტენზიებს. სახალხო დამცველის ანგარიში ასახავს მხოლოდ სტატისტიკას. გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ფაქტის შინაარსობრივი ნაწილი. ხშირად პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მთავარი ის არის, რომ ყველა პრეტენზიის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
სახალხო დამცველმა საზოგადოებას დღეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში,ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment