Sunday, April 1, 2018

იულია კრისტევა 70-იან წლებში ჯაშუშად მუშაობდა


ბულგარელი მწერალი, ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი იულია კრისტევა, 1970-იან წლებში (კომუნისტების დროს), ბალკანეთში საიდუმლო ორგანიზაციისთვის მუშაობდა. ამის შესახებ ბულგარეთის სახელმწიფო კომისია ირწმუნება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
76 წლის იულია კრისტევა 30-მდე წიგნის ავტორია და წლების განმავლობაში, ისეთ წამყვან ფრანგ ინტელექტუალებთან მუშაობდა, როგორებიც არიან როლან ბარტი, ჟაკ ლაკანი, ჟაკ დერიდა და სხვები.
ბულგარეთის სახელმწიფო კომისია, რომელიც განსაზღვრავს იმ ადამიანებს, რომლებიც კომუნისტური ეპოქის საიდუმლო სამსახურში მუშაობდნენ, აცხადებს, რომ კრისტევა ერთ-ერთი ჯაშუში იყო. კომისიის ცნობით, მისი კოდური სახელწოდბეა "საბინა" იყო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პირველ დეპარტამენტში მუშაობდა. ეს დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევდა ხელოვნებისა და მასმედიის სფეროს.
როგორც კომისია აცხადებს, იულია კრისტევამ დეპარტამენტში მუშაობა 1971 წელს დაიწყო, თუმცა დოკუმენტში არ წერია თუ რამდენ ხანს მუშაობდა ის იქ. 
კრისტევა, რომელიც ახლაც პარიზში ცხოვრობს, ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment