Sunday, April 1, 2018

ირანი რუსეთს აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით დაუკავშირდება

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანი ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იყო, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის 8 სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულება გაფორმდა, გაიხსნა სარკინიგზო ხაზი და ერთობლივი საავტომობილო საწარმო. ვიზიტის ფარგლებში, როუჰანი და ალიევი შეთანხმდნენ პროექტებზე, რომლებიც ირანს, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, რუსეთთან აკავშირებს. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.
შეთახნემებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასტრა-რეშტის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე შეთანხმება.
2018 წლის თებერვალში ასტარა (აზერბაიჯანი)-ასტარა (ირანის) სარკინიგზო ხაზით პირველი საცდელი სატვირთო მატარებელი გაემგზავრა, და ამით საფუძველი ჩაეყარა რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით ირანში მიმავალ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანს.
როუჰანის ვიზიტის ფარგლებში ასევე პირველი აზერბაიჯანულ-ირანული ერთობლივი საავტომობილო ქარხანა გაიხსნა.
„დამფუძნებლები არიან კომპანიები Iran Khodro და Azeurocar. საწარმო გამოუშვებს Dena-ს, Rana-ს, Soren-ის და Samand-ის მარკის, აგრეთვე Peugeot-ს ზოგიერთი მოდელის ავტომობილებს. პროექტი შეფასებულია 25 მილიონ დოლარად, ქარხნის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 10 000 ავტომობილს უდრის. იგეგმება ავტომობილების დსთ-ს ბაზრებზე ექსპორტირება“, – წერს ვებ-გვერდი moscow-baku.ru.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment