Tuesday, April 3, 2018

საქართველოსა და კვიპროსს შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

ნიქოზიაში, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის პირველი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის საკონსულო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის: ევროკავშირთან, შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღებიდან ერთი წლის შემდეგ არსებული შედეგები, კვიპროსის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის შესაძლებლობა და გამოცდილების გაზიარება კრიზისების მართვის სფეროში.
საკონსულო კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციას წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენგენისა და საკონსულო საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი პანიკოს კირიაკუ.
მხარეები საკონსულო სფეროში აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ .
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment