სახალხო დამცველის მოადგილის ეკა სხილაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას სწავლობს.ინფორმაციას 1tv.ge-იავრცელებს.
როგორც აპარატში აცხადებენ, არსებობს ერთი დამატებითი განმცხადებელიც, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატს შევიწროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საქმის შესწავლის სურვილი არ ჰქონია.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე აპარატი სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების რამდენიმე შემთხვევას ჯერ კიდევ სწავლობს. ჯერჯერობით, შუალედური დასკვნაც არ არსებობს. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატში ვერ აკონკრეტებენ, როდის ექნებათ დასკვნა ზვიად დევდარიანის საქმეზე.
თავად, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული, ორგანიზაცია CIDA-ს ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვს.
დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.
17 მარტს ინტერნეტში გამოქვეყნდა 4 ქალის ნაამბობი, რომლებმაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მანამდე კი დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა. სკანდალის გამო, 22 მარტს ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment