ბათუმში დაჭრილი 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის შესახებ ექიმმა კომენტარი გააკეთა. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმის ნაირი ფარტენაძის თქმით, მოზარდს ღია ჭრილობა აქვს წვივის არეში.
ექიმის თქმით, ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. ექიმი დასძენს, რომ მოზარდს ორ საათში გაწერენ კლინიკიდან, ამ წუთებში კი მასთან სამართალდამცველები არიან.
ბათუმში 12 წლის ბიჭი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment