Tuesday, April 3, 2018

მაღლივიდან პეკინამდე ველობილიკის საპროექტო ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება. ველობილიკის საპროექტო ტენდერი მესამედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პირველი ტენდერით მომსახურების შესყიდვას მერია 31 860 ლარად გეგმავდა. განაცხადი შპს „გალათეამ“ შეიტანა (22 500 ლარი), თუმცა სატენდერო კომისიამ კომპანიის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ტენდერში ფასი 40 ათასი ლარი იყო, თუმცა არცერთი განაცხადი არ დაფიქსირდა.
ახალი ტენდერით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 980 ლარია. განაცხადების მიღება 9-12 აპრილს იწარმოებს. სამუშაო კი გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment